არკადული სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
CP System-ის ნაბეჭდი პლატა

არკადული სისტემა ან არკადული პლატფორმა — სპეციალიზებული კომპიუტერული სისტემა ან ნაბეჭდი პლატა, რომლის მოვალეობაა ვიდეო თამაშების გაშვება. ხშირ შემთხვევაში, არკადული სისტემა შედგება როგორც ძირითადი სისტემური, აგრეთვე რამდენიმე მეორეხარისხოვანი დამხმარე პლატისგან.[1]

ადრეული არკადული თამაშების ნაბეჭდი პლატები არ გამოიყენებდა მიკროპროცესორებს და იგებოდა როგორც სასრული მანქანები. პლატებზე განთავსებული იყო ლოგიკური ვენტილები, რომლებიც თავისთავში მოიცავდნენ თამაშის თითოეულ ელემენტს.[2] მომდევნო თაობის არკადული პლატფორმები უკვე გამოიყენებდნენ მიკროპროცესორებს, გარდა ამისა თამაშის პროგრამული კოდი განუყოფლად იყო დაკავშირებული პლატფორმასთან: ნაბეჭდ პლატებზე თავსდებოდა ქარხნულად დამზადებული მუდმივი მეხსიერების ჩიპი კოდით, რომლის შეცვლაც შეუძლებელი იყო.

მწარმოებლებმა მოგვიანებით გააცალკევეს კოდი და პლატფორმების აპარატული უზრუნველყოფა, რამაც მომხმარებელს საშუალება მისცა შეეცვალა თამაში არკადული ავტომატზე, როგორც ეს სათამაშო კონსოლის შემთხვევაში ხდება (კარტრიჯის შეცვლა). ასეთი ტიპის პირველ სტანდარტიზებულ პლატფორმად იქცა DECO Cassette System, გამოცემული კომპანია Data East-ის მიერ 1980 წელს. პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის ერთამანეთისგან განცალკევებით მოგებული დარჩნენ როგორც მწარმოებლები, ისევე მომხმარებლებიც: პირველ შემთხვევაში, შემცირდა პლატოფრმების გამოშვების სიხშირე და ხარჯებმაც იკლო, მეორე შემთხვევაში, მომხმარებლებს, ნაკლები საფასურის სანაცვლოდ, საშუალება მეიცა არკადულ ავტომატში თამაშების კომპლექტი ეცვალა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Computer Space Instruction. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2018.
  2. Al Alcorn Interview. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ოქტომბერი, 2010.