ართურ ოკუნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ართურ მელვინ „არტ“ ოკუნი (დ. 28 ნოემბერი, 1928 – გ. 23 მარტი, 1980)[1] — ამერიკელი ეკონომისტი.

ოპტიმალური დასაქმების მიზნით ეკონომიკაში, ჩამოაყალიბა სტატისტიკურად არგუმენტირებული ე. წ. ოკუნის კანონი, რომლის მიხედვით: რეალური მთლიანი ეროვნული პროდუქტის ყოველწლიური მატება დაახლოებით 2,7%–ის დონეზე, უმუშევრობის დონის სტაბილურ შენარჩუნებას უზრუნველყოფს ანუ ასეთ დროს სიტუაცია ამ მხრივ არ უარესდება; მთლიანი ეროვნული პროდუქტის მატების ყოველი დამატებითი 2 პროცენტული პუნქტი ამცირებს უმუშევრობის დონეს 1 პროცენტული პუნქტით; ანალოგიურად, მთლიანი ეროვნული პროდუქტის შემცირების ყოველი დამატებითი 2 პროცენტული პუნქტი ადიდებს უმუშევრობის დონეს 1 პროცენტული პუნქტით და ა.შ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Equality and Efficiency: The Big Trade Off (Washington, Brookings, 1975)
  • Prices and Quantities: A Macroeconomic Analysis, ბმული (1981) ISBN 0-8157-6480-4

სქოლიო[რედაქტირება]