ანა ლეტენსკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანა ლეტენსკა, ქალიშვილობის გვარი,_სვობოდი (სვობოდოვა), მეუღლის გვარი ჩალოუნი (დ. 29 აგვისტო 1904, ნირჟანი პლზენის მახლობლად, გ. 24 ოქტომბერი 1942, მაუთჰაუზენი, საკონცენტრაციო ბანაკი) — ჩეხი კინოსა და თეატრის მსახიობი.

ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება]

დაიბადა მსახიობების ოჯახში და იზრდებოდა 5 და–ძმასთან ერთად. მამა: ოლდრიხი (1872–1939) იყო მსახიობი და რეჟისორი, დედა,_მარია (1871–1960) იყო მსახიობი.

პირველი როლი ითამაშა 1919. მოგვიანებით მუშაობდა ჩესკე–ბუდეოვიცეს (ქ. ბუდეოვიცე) ეროვნულ თეატრში. 1925 გაიცნო და ცოლად გაყვა ლუდვიკ ჰრდლიჩეკს რომელიც „ლეტენსკის“ ფსევდონიმით ცხოვრობდა. ასევე 1925 მას ეყოლა ვაჟი,_ირჟი, რომელიც მოგვიანებით რეჟისორი გახდა. მუშაობდა კოშიცეს, ოლომოუცის და ბრატისლავას თეატრებში. ასევე მუშაობდა ჩეხოსლოვაკიის „თავისუფალ თეატრში“ და ჩეხოსლოვაკიის რადიოში. 1939–1942 მუშაობდა ვინოჰრადის თეატრში („ვინოჰრადსკე დივადლო“), პრაღაში. 1941 განქორწინების შემდეგ კვლავ გათხოვდა და ცოლად წაყვა არქიტექტორ ვლადისლავ ჩალოუნს, რომელიც დააპატიმრეს, რ. ჰეიდრიხზე თავდასხმაში ბრალდებულის მიმალვაში დახმარებისათვის (17.07.1942). ამის შემდგომ ანა ლეტენსკა წამოვიდა ვინოჰრადის თეატრიდან (30.08.1942) და მუშაობა განაგრძო თეატრ „ურანიაში“. გესტაპოს მიერ ნებადართული ჰქონდა ყოველდღიური შეხვედრა მეუღლესთან, პეტხკის ციხეში (პეტხკის სასახლე), სადაც თავადვე იქნა დაპატიმრებული 3.09.1942. მისი უკანასკნელი ფილმის გადაღების დასრულებამდე რამდენიმე დღეღა იყო დარჩენილი. 5.09.1942 გადაყვანილ იქნა ტერეზინის საპყრობილეში, ხოლო შემდგომ 24.10.1942 მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც ასევე გაგზავნეს მისი მეუღლე, 3 თვის შემდგომ, 1943 წლის იანვარში.

ანა ლეტენსკა გამოსახულია მემორიალზე „ჩეხოსლოვაკიელ მებრძოლთა ჯვარი“, ხოლო 30.11.1947 მისი ბიუსტი დაიდგა ვინოჰრადის თეატრის აივანზე. 1948 მისი სახელი ეწოდა პრაღაში, ვინოჰრადის თეატრთან მდებარე ერთ–ერთ ქუჩას. მოგვიანებით ანა ლეტენსკას შესახებ ნორბერტ ფრიდმა დაწერა ნოველა: „ჯალათი არ იცდის“, რომლის მიხედვითაც რეჟისორმა ფრანტიშეკ ფილიპმა გადაიღო ფილმი 1971 წელს.