ამირან ებრალიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამირან ებრალიძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 8 აპრილი, 1941
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 21 ივნისი, 2020 (79 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
ჟანრ(ებ)ი პოპ-მუსიკა
საქმიანობა მომღერალი

ამირან ებრალიძე (დ. 8 აპრილი, 1941, თბილისი — გ. 21 ივნისი, 2020) — ქართველი საესტრადო მომღერალი. ღირსების ორდენის კავალერი (1997).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საყვირის განხრით.

1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში, მღეროდა სხვადასხვა კოლექტივებთან ერთად. 1961-1981 წლებში იყო ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „დიელოს“ სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი, 1979-1982 წლებში — საესტრადო ორკესტრ „რეროს“ სამხატვრო ხელმძღვანელი. 1983-1991 წლებში მუშაობდა კულტურულ-საგანმანათლებლო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 1993 წლიდან კვლავ განახლებული ანსამბლ „დიელოს“ ხელმძღვანელია. არის არაერთი საესტრადო სიმღერის, მუსიკისა და ჯაზური არანჟირების ავტორი და შემსრულებელი, რამდენიმე საკავშირო კონკურსის ლაურეატი. გასტროლებით მოვლილი აქვს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. გადაღებულია კინოფილმებში: „წარსული ზაფხული“, „შეხვედრა მთაში“.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]