ამერიკული გოტიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
"ამერიკული გოტიკა"

ამერიკული გოტიკა (ინგლ. American Gothic) — გრანტ ვუდის 1930 წელს შესრულებული ფერწერული ტილო, რომელზეც გამოსახულია ფერმერი სამკაპათი და ახალგაზრდა ქალი (სავარაუდოდ ფერმერის ცოლი ან ქალიშვილი) ხელოსნის გოტიკის სტილის სახლის წინ. ეს ნახატი მე-20 საუკუნის ამერიკული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი გამოსახულება გახდა.

ვუდს სურდა მამაკაცისა და ქალის ტრადიციული როლების ასახვა, რის გამოც მამაკაცს სამკაპა უჭირავს, რაც მძიმე სამუშაოს სიმბოლოა. ვუდი შთაგონების წყაროდ მე-19 საუკუნის ფოტოსურათებს იყენებდა და მის პერსონაჟებს ადრეული ამერიკული პორტრეტების ყაიდაზე სთხოვდა პოზირებას.