ალციონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალციონა

ლურჯმკერდა ალციონა (Halcyon malimbica)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Halcyon (Swainson, 1821)

ალციონა ან ალკუნი-ალციონა (ლათ. Halcyon) — ფრინველთა გვარი ალკუნისებრთა ოჯახისა. მოიცავს 11 სახეობას. ზოგჯერ აერთიანებენ ალციონასებრთა ოჯახში (ლათ. Halcyonidae). ადრე ამ გვარში შედიოდა დღევანდელი სამი გვარის (Actenoides, Syma და Todiramphus) წარმომადგენლები. ტანად მსხვილი ფრინველებია, ძლიერი ნისკარტით. გავრცელებულნი არიან ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში. ბინადრობენ ტყის ზონებში. იკვებებიან მწერებით, მღრღნელებით, გველებითა და ბაყაყებით, ზოგიერთი სახეობა — თევზით.

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]