ალკადიენები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკადიენები (შემოკლებით დიენები) – უჯერი ნახშირწყალბადები, რომელთა ჰომოლოგიური რიგის ფორმულაა CnH2n-2, მოიცავენ მხოლოდ ორ ორმაგ ბმასა და sp2-ჰიბრიდულ ნახშირბადატომებს. დიენებისთვის დამახასიათებელია ნახშირბადის ჯაჭვის, ორმაგი ბმების მდებარეობის და გეომეტრიული იზომერია.

კლასიფიკაცია[რედაქტირება]

დიენური ნახშირწყლალბადები იყოფა სამ კლასად:

  • კუმულირებულ დიენებად, სადაც ორმაგი ბმები მიმდევრობითაა განლაეგბული (—C=C=C—)
  • შეუღლებულ დიენებად, სადაც ორმაგი ბმები ერთმანეთისგან დაცილებულია ერთი მარტივი ბმით(—C=C-C=C—)
  • იზოლირებულ დიენებად, სადაც ორმაგი ბმები ერთმანეთს დაცილებულია ერთზე მეტი მარტივი ბმით (—C=C-C-C=C—).[1]

ყველაზე საინტერესო თვისებები და ფართო გამოყენება აქვს შეუღლებულ დიენებს, განსაკუთრებით, ამ კლასის ორ წარმომადგენელს: დივინილს და იზოპრენს[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 საყმაწვილო ენციკლოპედია:ქიმია გვ. 149; თბილისი, 2006

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საყმაწვილო ენციკლოპედია:ქიმია; თბილისი, 2006