ალექსანდრე დარსაველიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე ილარიონის ძე დარსაველიძე (დ. 1910, სოხუმი, სოხუმის ოკრუგი, რუსეთის იმპერია) — სტახანოველი. აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე დარსაველიძე დაიბადა 1910 წელს სოხუმში ღარიბი გლეხის ოჯახში. მუშაობა დაიწყო აფხაზეთის მრეწველობის კავშირის ბამბუკის წარმოებაში, შემდეგ შავ მუშად მუშაობდა „დინამოს“ სახელოსნოში და ექსპერიმენტული მედიცინის საკავშირო ინსტიტუტში, ბოლოს აფხაზეთის გადამამუშავებელ წარმოებაში შეგირდად. 1934 წელს შევიდა სტალინის სახელობის თამბაქოს ფაბრიკაში, სადაც მალევე დაინიშნა სამუშაოების ბრიგადირად. ორწლიანი კურსების დამთავრების შემდეგ თამბაქოს ფაბრიკაში იწყებს მუშაობას მარეგულირებლად როგორც სტახანოველი.

1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატობის კანდიდატად ქ. სოხუმის №4 ვოროშილოვის საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 12 ივლისს ა. დარსაველიძე აირჩიეს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის რწმუნებათა შემმოწმებლ სამანდატო კომისიის წევრად.

1941-1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში.

ჯილდოები და მედლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №114 (212), 21 მაისი, 1938