ალბომის გარეკანი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალბომის გარეკანი წარმოადგენს კომერციულად ან არაკომერციულად გამოცემული აუდიოჩანაწერის შეფუთვას. ეს ტერმინი აღნიშნავს როგორც ჩვეულებრივი ვინილის ფირფიტის (სინგლის ან სრული ალბომის), ასევე კომპაქტ-დისკისა და სხვა მუსიკალური მატარებლების შეფუთვას.

ალბომის გარეკანის დანიშნულებაა:

  • მუსიკალური პროდუქტის შინაარსის რეკლამა და იდენტიფიცირება
  • ორიგინალური შემსრულებლის მხატვრული ხედვის წარმოჩენა
  • ალბომის მუსიკალური შინაარსის ილუსტრირება

ამასთან, ალბომის გარეკანი გამოიყენება, როგორც მუსიკალური მატარებლის დამცავი საშუალება.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]