ავლევის სამაროვანი
ავლევის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ადგილ ზედაუბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. გზის გაყვანისას გამოვლინდა ფილაქვებით შედგენილი ქვაყუთები, რომლებშიც მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ქრისტიანული წესით — გაშოტილი, თავით დასავლეთისკენ, უინვენტაროდ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 354.