ავლაბრის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ავლაბრის გასასვლელი)
ავლაბრის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
წინა სახელები ავლაბრის II ქუჩა

ავლაბრის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი). ივრის ქუჩიდან ვარდის მოედნამდე. ქუჩა დააპროექტა მიწისმზომელმა ტოვარნიცკიმ 1833–1835 წლებში. თბილისის 1851 წლის გეგმაზე დატანილია ავლაბრის II ქუჩის სახელით, შემდეგ ავლაბრის ქუჩა დაერქვა. შემონახულია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები. აქვს 2 ჩიხი.

ავლაბრის შესახვევი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავლაბრის შესახვევი — შესახვევი თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი). არმაზის ქუჩიდან ლადო მესხიშვილის ქუჩამდე. შემონახულია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები.

ავლაბრის გასასვლელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავლაბრის გასასვლელი — გასასვლელი თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი). ავლაბრის შესახვევიდან ლადო მესხიშვილის ქუჩამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]