ავგურები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავგურები (ლათ. Augure -s) - ქურუმები ძველ რომში, რომლებიც მომავალს ფრინველების მიმოფრენის მეშვეობით წინასწარმეტყველებდნენ. ქურუმთა ამ კოლეგიას საფუძვლი ჩაეყარა ძვ. წ. I საუკუნეში და იარსება ქრისტიანობის საბოლოო გამარჯვებამდე. ავგურებს ზოგჯერ დაცინვით უწოდებენ დაბნეულ წინასწარმეტყველებს. გადატანითი მნიშვნელობით ავგურებს უწოდებენ ტყუილის მთქმელ, ცრუ ადამიანებს. ციცერონის თქმით, ავგურები მატყუარები იყვნენ და როდესაც დაინახავდნენ მორწმუნეებს, რომლებით მთელი გულისყურით უსმენდნენ მათ, ერთიმეორეს გადახედავდნენ და სიცილს ძლივს იკავებდნენ. აქედან მომდინარეობს მხატვრული გამოთქმა "ავგურის სიცილი", რაც პირმოთნეობასა და მატყუარობას აღნიშნავს.

ციცერონი ისე უყურებდა მათ, როგორც მატყუარებსა და ცრუ მეცნიერთ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, გამომცემლობა „აი ია”, ტ.2, თბ, 2008 წ.