ავატარი (კომპიუტერული ტერმინი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ავატარი.

კომპიუტერულ ტერმინოლოგიაში ავატარი არის მომხმარებლის გამოსახვა ან სამგანზომილებიანი მოდელის სახით, რომელიც კომპიუტერულ თამაშებში გამოიყენება, ან ორგანზომილებიანი სურათის სახით, რომელიც გამოიყენება ინტერნეტ-ფორუმებზე.

წარმოშობა[რედაქტირება]

ინგლისურ ენაში სიტყვა ავატარი დამკვიდრდა განსხეულების მნიშვნელობით, თვითონ ტერმინი კი ინდური წარმოშობისაა. სანსკრიტზე სიტყვა ავატარა ნიშნავს რეინკარნაციას.

კომპიუტერული თამაშები[რედაქტირება]

მომხმარებლის ვირტუალური გამოსახულების მნიშვნელობით ტერმინი გამოიყენება 1985 წლიდან, როდესაც ის პირველად გამოიყენეს მოთამაშის პერსონაჟის სახელად Ultima-ს სერიის კომპიუტერულ თამაშებში. ამ სერიის პირველი თამაში 1981 წელს გამოვიდა, Ultima IV-ში კი პირველად გამოჩნდა ტერმინი ავატარი. Ultima IV-ში მოთამაშის საბოლოო მიზანი იყო გამხდარიყო ავატარი. მოგვიანებით გამოსულ თამაშებში უკვე მოთამაშე იყო ავატარი, ანუ ავატარი მიიჩნეოდა მოთამაშის თამაშისეულ გამოსახულებად. შესაძლებელი იყო თამაშის პერსონაჟის გარეგნობის შეცვლა, ანუ ავატარის რედაქტირება. მოგვიანებით ტერმინი ავატარი გამოიყენეს ასევე თამაშების Shadowrun (1987) და Habitat (1989) დიზაინერებმა.

ნილ სტივენსონი[რედაქტირება]

ტერმინს ავატარი ონლაინ ვირტუალური პერსონაჟის მნიშვნელობით პოპულარიზაცია გაუწია ნილ სტივენსონმა თავის კიბერპანკ ჟანრის რომანში Snow Crash (1992). ამ რომანში სიტყვას ავატარი მწერალი იყენებს, რომ აღწეროს ადამიანის ვირტუალური სიმულაცია მეტასამყაროში (ინგლ. Metaverse), რომელიც წარმოადგენს ვირტუალურ რეალობად გარდაქმნილ ინტერნეტს. მეტასამყაროში მომხმარებლის სოციალური სტატუსი ხშირად დაფუძნებულია მისი ავატარის ხარისხზე, მაღალი დეტალიზაციის ავატარი მიუთითებს, რომ მომხმარებელი გამოცდილი პროგრამისტი ან ჰაკერია, მაშინ როდესაც ნაკლებად ნიჭიერებს ნაკლებად თვალსაჩინო ავატარები აქვთ.
აი როგორი კომენტარი გაუკეთა სტივენსონმა თავის რომანს:

ვირტუალური რეალობის იდეა, ისეთის, როგორიც მეტასამყაროა, ახლა ფართოდაა გავრცელებული კომპიუტერულ საზოგადოებაში და მრავალმხრივი გამოყენება აქვს. ტერმინები ავატარი და მეტასამყარო ჩემი გამოგონებაა, ისინი ვიპოვე მაშინ, როდესაც გადავწყვიტე, რომ არსებული ტერმინები, როგორიცაა მაგალითად ვირტუალური რეალობა, ძალიან მოუხერხებელია გამოსაყენებლად. 'Snow Crash'-ის პირველად გამოცემის შემდეგ გავიგე რომ ტერმინი ავატარი უკვე რამდენიმე წელი იყო რაც გამოიყენებოდა ვირტუალური რეალობის სიტემაში Habitat. ავატარებთან ერთად Habitat შეიცავს ამ წიგნში აღწერილი მეტასამყაროს ბევრ დეტალს.