ადამის შექმნა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ადამის შექმნა (ფრესკა))
|
ადამის შექმნა
|
|
La creazione di Adamo |
|
|
ძირითადი ინფორმაცია
|
|
| ხატწერის ტიპი | ფრესკა |
| ხატის ზომა | 280 × 570 სმ |
| შენახვის ადგილი | სიქსტეს კაპელა |
„ადამის შექმნა“ (იტალ. La creazione di Adamo) — მიქელანჯელოს ფრესკა, დაწერილი სავარაუდოდ 1511 წელს, არის სიქსტეს კაპელას ჭერზე დაწერილი ფრესკებიდან ერთერთი ყველაზე გამორჩეული. ფრესკაზე აღწერილია სიუჟეტი ძველი აღთქმიდან — ღმერთის მიერ პირველი ადამიანის, ადამის შექმნა:
| „ | და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად.[1] | “ |
„ადამის შექმნა“ სიქსტეს კაპელის ერთერთი ყველაზე გამორჩეული ფერწერული კომპოზიციაა. ღვთის მარჯვენა ხელი მამართულია ადამისაკენ. მათი ხელები ერთმანეთს არ ეხება. სავარაუდოდ, მიქელანჯელომ ამით ღვთიურისა და ადამიანურის ერთმანეთთან მიუწვდომლობა გამოხატა.