აბო თბილელის ნიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბო თბილელის ნიში
წმ. აბო თბილელი, მოზაიკა

აბო თბილელის ნიში დგას მდინარე მტკვრის პირას, მეტეხის ტაძრის ძირში. ტაძრის ამჟამინდელი სახე აღდგენილია იმ ფოტოსურათების მიხედვით რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია.

ეპისკოპოს კირიონ საძაგლიშვილის (1917-18 წ. კათალიკოს-პატრიარქი) ნაშრომში „წმ. მოწამე აბო ტფილელი“ ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„გენერალმა ა. პ. ერმოლოვმა ჰბრძანა 1825 წელს განახლება წმ. აბოს წამების ადგილას ნიშისა და წამებულის ხატის დასვენება იმ ნიშში. გრაფმა პასკევიჩ-ერევნელმა განამშვენიერებინა იგი ნიში, ხოლო 1848 წელს სენატორმა ს. ვ. სოფონოვმა დაასვენა წმიდანის ხატი და გააკეთებინა შუშის კარი კლდეში, მეტეხის კლდის ძირში, საიდანაც გადაჰყარეს მტკვარში ნეშტი წმიდანისა. ეს იმიტომ მოიმოქმედა სოფონოვმა, რომ შეთქმული ჰქონდა, რადგან განიკურნა წმიდანის მეოხებით. ნიში შემდეგ დაძველდა. 1882 წელს მ. პ. საბინინმა დაჰხატა ახალი ხატი წმ. მოწამის აბო ტფილელისა და დიდის გამოჩინებითა და ლიტანიით დაასვენეს ნიშში, რომელიც იმავე მ. პ. საბინინის გულმოდგინეობით გამშვენებულ იქმნა. ამჟამად ეგ ნიში მიწერილი აქვს ფერისცვალების (დარიის) მონასტერს.“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]