აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 72)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის ცენტრში.

სახლი ერთასრთულიანი ნაგებობაა. რუსთაველის ქუჩაზე გამომავალი ფასადი 3 მართკუთხა ფორმის დიდი ზომის ღიობითაა სიმეტრიულად დანაწევრებული. ცენტრალურ ღიობში შესასვლელი კარია მოწყობილი სადაც 5 საფეხურიანი კიბით ასასვლელია. შესასვლელის თავზე სამკუთხა ფორმის ფრონტონია. გვერდითა ღიობებში ფანჯრებია ჩასმული. შენობას ორ-ორი თანაბარი ზომის ფანჯრის ღიობი ქონდა ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელში გაჭრილი, რომელთაგან ნაწილი ამოშენებულია დღეისათვის. უკანა ეზოში გამავალი ფასადი ასევე სიმეტრიულია, დანაწევრებულია ფანჯრისთვის გაჭრილი ოთხი ღიობით. ცოკოლის კედლებს მცირე ზომის სავინტილაციო ღიობები შემოუყვება. სახურავი ოთხფერდაა, გადახურულია თუნუქით. შიდა ეზოსკენ გამომავალ სახურავის დაფერდებაზე სამერცხლე ღიობია განთავსებული. ნაგებობას ორი ერთმანეთის პარალელული საბუხრე სვეტი აქვს ჩაშენებული, რომელბიც სახურავის დონიდან დაახლოებით ნახევარი მეტრის სიმაღლეზე არის ამომართული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19973