Škoda 29T
Škoda 29T (სავაჭრო დასახელება ForCity Plus) — ფირმა Škoda Transportation-ის მიერ ქ. ბრატისლავასთვის გამოშვებული ტრამვაის ვაგონი.
კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კონსტრუქცია გამომდინარეობს ქ. მიშკოლცისთვის აგებული Škoda 26T-დან. ვაგონი არის ხუთსექციური, ცალმხრივი მიმართულების და 87% დაბალიატაკიანი. იგი ეყრდნობა ოთხ ორღერძიან ურიკას, რომელთაგან პირველი და ბოლო არის მბრუნავი. აქვს ხუთი კარი. აღჭურვილია გათბობა-კონდიცირების სისტემით და აქვს 6 შიგა და 6 გარე დაკვირვების ვიდეოკამერა. ბრატისლავასთვის ასევე აიგო ამ ვაგონის ანალოგიური ორმხრივი მიმართულების ვაგონი Škoda 30T.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Tramvaj ForCity Plus Bratislava, skoda.cz
|