ფართალა შავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფართალა შავიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო ან გულისმაგვარი ფორმის, ხუთნაკვთიანი. იშვიათად განივოვალურ ფოთლებსაც ვხვდებით. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ხშირად დატოტვილი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი შავი. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანი და მდნარია. გემო სასიამოვნო და ხალისიანი აქვს.

ფართალა შავი ძლიერი ზრდითა და უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 153 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 100-350 გრამია. მაღალშტამბიან ფორმებზე ფართალას საჰექტარო მოსავლიანობა

16.0-20.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-11 გ/ლ-ს.

მიიღება საკმაოდ ხარისხიანი, ინტენსიურად შეფერილი, სუფრის წითელი, მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 369