შინაარსზე გადასვლა

დედათყურძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დედათყურძენიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ წაგრძელებული, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევნები დიდი ზომისაა, მათი სიგრძე 24 სანტიმეტრს აღწევს. ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, ზოგჯერ მომრგვალო. მომწვანო-მოყვითალო ფერის. რბილობი წვნიანია. კანი საკმაოდ სქელი და უხეში აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული.

დედათყურძენი სხვა კახურ ჯიშებთან შედარებით ადრე მწიფდება და საშუალომოსავლიანია. დედათყურძენი იძლევა ხარისხიან სუფრის თეთრ ღვინოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 101