პორტალი:ძველი რომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რედაქტირება 

ძველი რომის პორტალი

ძველი რომის პორტალი
ძველი რომის პორტალი
არქივი შესწორება 

რჩეული სტატია

პირველი პუნიკური ომიძვ. წ. 264-ძვ. წ. 241 წლებში რომაელებსა და კართაგენს შორის დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბატონობისთვის განხორციელებულ ბრძოლათა სერია. ისტორიაში პუნიკური ომების სახელით შევიდა რომაელებსა და კართაგენელებს შორის მომხდარი ძვ. წ. III - ძვ. წ. II საუკუნეებში სამი ომი. რომლებშიც რომაელებმა მოიპოვეს გამარჯვება, ხოლო მესამე პუნიკური ომის შედეგად კართაგენი სრულიად განადგურდა და მისი ტერიტორიები რომს ერგო.

23 წლის განმავლობაში ორივე მხარე ცდილობდა კონტროლი მოეპოვებინა ხმელთაშუა ზღვაზე. კართაგენი, რომელიც მდებარეობდა ხამხრეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, დღევანდელი ტუნისის ადგილას, კონფილიქტის დასაწყისში წარმოადგენდა წარმოადგენდა მნიშვნელოვან ძალას დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებში. ამის მიუხედავად რომმა საბოლოოდ მოწინააღმდეგეს აჯობა, როგორც საზღვაო ისე ხმელეთზე ბრძოლაში და დააკასრა მძიმე ფინანსური ჯარიმა.

რომსა და კართაგენს შორის ომების სერიას ეწოდა "პუნიკური", კართაგენელების ლათუნური სახელწოდების, პუბების გამო. (…სრულად)

არქივი შესწორება 

რჩეული ციტატა

ციცერონი
ციცერონი
ვიკიციტატები (ლათინური)
„Si Vis Pacem, Para Bellum“
ვიკიციტატა (ქართული)
„თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის.“
ვიკიციტატები (ლათინური)
„Philosophia est ars vitae.“
ვიკიციტატა (ქართული)
„ფილოსოფია ცხოვრების ხელოვნებაა.“
არქივი შესწორება 

რჩეული ბიოგრაფია

ნუმა პომპილიუსი
ნუმა პომპილიუსი

ნუმა პომპილიუსი (Numa Pompilius) (* 21 აპრილი, ძვ. წ. 753 ― † ძვ. წ. 674) - რომის ლეგენდარული მეორე მეფე. ნუმა პომპილიუსი წარმოშობით საბინელი იყო, ქალაქ კუროსიდან. პლუტარქეს ცნობით იგი რომის დაარსების დღეს დაიბადა. მამამისს, პომპონიუსს, ოთხი ვაჟი ჰყავდა, ნუმა უმცროსი იყო. ზოგი ანტიკური ავტორი ამტკიცებდა რომ იგი პითაგორას მოსწავლე იყო, მაგრამ პითაგორა ნუმაზე 200 წლით გვიან ცხოვრობდა. ტიტუს ლივიუსი მიიჩნევს რომ ნუმას მაღალი მორალური თვისებების მისაღწევად სრულიად არ ესაჭიროებოდა განათლების უცხოელ ფილოსოფოსთან მიღება, ვინაიდან საბინელები ზნეობით გამოირჩეოდნენ.

მის ზნეობრივ პრინციპებზე რომულუსის თანამმართველმა ტატიუსმაც შეიტყო და მიათხოვა ნუმას ერთადერთი ქალიშვილი. მიუხედავად ამისა, იგი არ გადასახლდა რომში, რადგან მშვიდი ცხოვრება ერჩივნა. დაქორწინებიდან 13 წლის შემდეგ ტატია გარდაიცვალა. დაქვრივების შემდეგ ნუმამ ქალაქი დატოვა და წმინდა ტყეში დასახლდა. ჭორების მიხედვით იგი მუზას შეუყვარდა და იქ ერთად ცხოვრობდნენ.

ნუმა უკვე ორმოცი წლის იყო, როდესაც რომიდან მასთან ელჩები მოვიდნენ და მეფობა შესთავაზეს. ნუმა ჯერ არ თანხმდებოდა მეფობაზე, მიაჩნდა რომ იგი არ შეეფერებოდა მეომარ ერს. მაგრამ ელჩებმა მოახერხეს მისი დარწმუნება და ნუმა დათანხმდა. (…სრულად)

შესწორება 

სხვა პროექტებში

შესწორება 

კატეგორიები

არქივი შესწორება 

კვირის სურათი

ვერცინგეტორიქსი ნებდება კეისარს. ლაინერ როელის ნახატი.
არქივი შესწორება 

იცოდით, რომ

შესწორება 

რომის ექსპანსია

[[|   ]]
[[Image:{{{image}}}|{{{width}}}|]]