პორტალი:საქართველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პორტალი: საქართველო
პორტალი: საქართველო




საქართველოს გერბი
საქართველოს გერბი
საქართველო — სახელმწიფო ევროპისა და აზიის გასაყარზე. ერთიანი სახელმწიფოს სახით არსებობდა XI საუკუნის დასაწყისიდან, თუმცა დღევანდელი მმართველობის ფორმით არსებობს 1991 წლიდან. იხილეთ სრულად საქართველოს ისტორია.

რჩეული სტატია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე, შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. მას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი — სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი — 107 600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი — თბილისი. სახელმწიფო ენა — ქართული.

1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, ამიერკავკასიაში ორხელისუფლიანობა დამყარდა: ერთი მხრივ, მუშათა და სამხედრო დეპუტატთა საბჭოები, მეორე მხრივ, რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ შექმნილი ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი, რომელთაც რეალური ძალაუფლება არ ჰქონიათ. ამავე პერიოდში მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელიც გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა.

რედ.

რჩეული ბიოგრაფია

ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, სოფელი ყვარელი ― გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური), დიდი ქართველი მწერალი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიას და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა იტვირთა მამიდამ — მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ. 1848-იდან ილია ჭავჭავაძე თბილისის კერძო პანსიონში სწავლობდა, 1852-იდან — თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, 1857-1861 წლებში კი — პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
რედ.

იცოდით, რომ...

გაზაფხულის რიტმები
გაზაფხულის რიტმები
რედ.

ახალი სტატიები

ევსტათი მცხეთელის ეკლესია | ვანქის ტაძარი | გოხნარი (ეკლესია) | სავენახო | სავეკუოს მღვიმე | ბაია (საფეხბურთო კლუბი) | სავეზირო | სავადი | საერისთავო | ნიკოლოზ აბაშიძე | ნანა მესხიძე | იოანე ოქროპირი I (საქართველო) | ირაკლი გამრეკელი | ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი | ეგნატე იოსელიანი | სამგორი (თბილისის მეტრო) | ქართული უნივერსიტეტი | საეკლესიო აზნაური | სადუცია | სადუღა | ნუცა კუხიანიძე | მამაი (კათოლიკოსი) | სადუნ მანკაბერდელი | მალხაზ ასათიანი | ალუდა ქეთელაური | ბესიკ ხარანაული | სურამის ციხე (ფილმი) | ისანი (თბილისის მეტრო) | 300 არაგველი (თბილისის მეტრო) | მარჯანიშვილი (თბილისის მეტრო) | ბარალეთისწყალი | ნანკა კალატოზიშვილი | მარიამ ჯოლოგუა | მაია დობორჯგინიძე | მოძღვარი (ფილმი)

რედ.

თემატური კრებული


ამ თვეს...

პორტალი:საქართველო/მაისი

წლის სხვა მოვლენები

თვის გამოსახულება

ტფილისის სამხედრო ტაძარი
ტფილისის სამხედრო ტაძარი
ტფილისის სამხედრო ტაძარი რუსეთის მმართველობის პერიოდში 1870-90-იან წლებში ააგეს ტფილისში კავკასიის ომში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთან გამარჯვების აღსანიშნავად და შუასაუკუნეების რუსი წმინდანი ალექსანდრე ნეველის სახელობისა იყო. ნეობიზანტიური სტილის ნაგებობის პროექტი დ. გრიმს ეკუთვნის. 1930 წელს ტაძარი კომუნისტებმა დაანგრიეს.
რედ.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ

იხილეთ:


რჩეული პანორამა

ბაკურიანი ზამთარში
ბაკურიანი ზამთარში
საკურორტო დაბა ბაკურიანის ხედი, ზამთარში.

დობილი პორტალები

ევროპა

ავსტრია · აზერბაიჯანი · ალბანეთი · ანდორა · ბელარუსი · ბელგია · ბოსნია და ჰერცეგოვინა · ბულგარეთი · გერმანია · დანია · დიდი ბრიტანეთი · ესპანეთი · ესტონეთი · ვატიკანი · თურქეთი · ირლანდია · ისლანდია · ისრაელი · იტალია · კვიპროსი · ლატვია · ლიტვა · ლიხტენშტაინი · ლუქსემბურგი · მოლდოვა · მონაკო · მონტენეგრო · ნიდერლანდი · ნორვეგია · პოლონეთი · პორტუგალია · რუმინეთი · რუსეთი · საბერძნეთი · სან-მარინო · საფრანგეთი · სერბეთი · სლოვაკეთი · სლოვენია · სომხეთი · უკრაინა · უნგრეთი · ფინეთი · შვედეთი · შვეიცარია · ჩეხეთი · ხორვატია

ქეშის გაწმენდა