სოციალური კონსტრუქტივიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქტივობის სისტემის დიაგრამა

ქმედების თეორიაგანათლების სფეროში ქმედების თეორია განსაკუთრებულ ხაზს უსვამს სწავლას სოციალურ კონტექსტში და სხვებთან ურთიერთობით.

ქმედების თეორიის ერთ-ერთი წარმომადგენელია საბჭოთა ფსიქოლოგი ლევ ვიგოტსკი (1896-1934). ვიგოტსკი მოსწავლეებს მარტოხელა მეცნიერებს უწოდებდა. იგი ფიქრობდა, რომ მოსწავლე არის პატარა შეგირდი, რომელსაც მასწავლებელი ან/და სხვა მოზრდილი ეხმარება გამოცდილებების მიღებაში. ვიგოტსკის თეორია არის იმის დამტკიცების მცდელობა, რომ შემეცნება - ესაა სოციალიზაციის ანუ საზოგადოებრივი ურთიერთობის პროდუქტი. მაგ: რომელიმე ენის სწავლებისას ჩვენ ენას ვიყენებთ, როგორც საკომუნიკაციო საშუალებას, ანუ ვცდილობთ მისი საშუალებით დავამყაროთ ურთიერთობა სხვებთან. მხოლოდ ენის სრულყოფილი შესწავლის შემდეგაა შესაძლებელი მისი, როგორც “შინაგანი მონოლოგის”, საშუალებად გამოყენება.

ვიგოტსკი საუბრობს განვითარების უახლოეს და აქტუალურ ზონებზე. განვითარების აქტუალური ზონა არის ის ზონა, რომელშიც იმყოფება მოსწავლე სწავლის მომენტში. ხოლო უახლოესი ზონა არის ის, რომელსაც ადვილად მიაღწევს იგი, თუ მისი სასწავლო პროცესი სწორად იქნება აგებული. მასწავლებელი სწავლების პროცესში აქცენტს უნდა აკეთებდეს სწორედ განვითარების უახლოეს ზონაზე. ეს კი შესაძლებელია მოსწავლის მიერ პრობლემის გადაწყვეტით სხვებთან (მასწავლებელი, თანატოლი, მშობელი) ურთიერთობის პროცესში. მოსწავლის მიმართ ასეთ დახმარებას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს:

ვიგოტსკი ასევე საუბრობს სოციალურ და კულტურულ ფაქტორებზე. ეს გავლენა იწყება დაბადებიდან. პატარები ითვისებენ თავიანთ კულტურას, ენას და ქცევებს მშობლებთან და ახლობლებთან ურთიერთობით. შესაბამისად, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ის სოციალური და კულტურული ფაქტორები, რომლებიც მოსწავლის სწავლაზე გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენენ. შესაბამისად, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ინდივიდუალიზმი და შეძლოს მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ისე, რომ ეს იყოს სასწავლო მიზნებთან შესატყვისობაშიც და ყველა მოსწავლეს მიეცეს შესაძლებლობა, მიაღწიოს განვითარების უახლოეს ზონას.

სწავლების ამ მიდგომის მიხედვით, უმცროს კლასელებს შეიძლება შევთავაზოთ რთული და უფრო სააზროვნო ამოცანების გადაჭრა ჯგუფებში, რათა ხელი შეეწყოს მათი აზროვნების თვისებრივ განვითარებას და განვითარების უახლოესი ზონის მიღწევას. თუმცა, მასწავლებელმა მოსწავლეს არ უნდა მისცეს ისეთი ამოცანები, რომელიც თვისებრივად არ შეესაბამება მისი განვითარების შესაძლებლობებს.

ვიგოტსკის თეორიის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია:

  1. შემეცნებითი აზროვნება განვითარების ეტაპების მიხედვით ცვლილებას ანუ ევოლუციას განიცდის.
  2. სრულყოფილი შემეცნებითი აზროვნების ჩამოყალიბებისათვის გადამწყვეტი პირობაა პიროვნებებს შორის ურთიერთობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kaptelinin, Victor, and Bonnie A. Nardi. (2006) Acting with Technology: Activity Theory and Interaction Design., MIT Press.
  • Mazzoni, E. (2006). "Extending Web Sites' Usability: from a Cognitive Perspective to an Activity Theory Approach". In S. Zappala and C. Gray (Eds.) Impact of e-Commerce on Consumers and Small Firms. Aldershot, Hampshire (England), Ashgate.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]