ტემპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტემპი (იტალ. tempo < ლათ. tempus — დრო) — მეტრულად თვლადი ერთეულების ცვლადობის სიჩქარე (მეტრი). ტემპი მჭიდროდაა დაკავშირებული მუსიკალურ ხასიათთან. თავდაპირველად ტემპი ნოტებში არ აღინიშნებოდა და შემსრულებელი მუსიკის შინაარსისა და ფაქტურის მიხედვით ირჩევდა მას. XVII საუკუნუდან ტემპი აღინიშნება სპეციალური იტალიური ტერმინებით. ძირითადი ტემპებია: ლარგო, ლენტო, ადაჯიო (ნელი), ანდანტე, მოდერატო (ზომიერი) და ალეგრო, ვივაჩე, პრესტო (ჩქარი). ტემპის აღმნიშვნელ ხელსაწყოს მეტრონომი ეწოდება.მეტრონომულიაღნიშვნები, რომლებსაც კომპოზიტორი აკეთებს ნოტებში, წარმოადგენს მხოლოდ ორიენტირს შემსრულებლისათვის. მას შეუძლია გარკვეულ ფარგლებში ამ ტემპიდან გადახრა. ყველა ნაწარმოებს აქვს ერთი მთავარი ტემპი, თუმცა ცალკეული ფრაზის ტემპი შეიძლება რამდენადმე აჩქარდეს ან შენელდეს(აგოგიკა). გვხვდება უფრო მნიშვნელოვანი გადახრებით ძირითადი ტემპიდან, რაც აღინიშნება ტერმინებით: აჩელერანდო, სტრინჯენდო, პიუ მოსო (აჩქარება), რალენტანდო, რიტენუტო, მენო მოსო (შენელება). თავდაპირველად ტემპზე დაბრუნება აღინიშნება ტერმინით ტემპო პრიმო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]