მებრძოლი გუშაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„მებრძოლი გუშაგი“საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველკვირეული ორგანო. გამოდიოდა 1965-1970 წლებში თბილისში ქართულ და რუსულ ენებზე (რუს. გამოცემას ეწოდებოდა „ბოევოი სტრაჟ“).

გაზეთი აშუქებდა საბჭოთა სამართალმცოდნეობის პრობლემებს, ადმინისტრაციული ორგანოების მუშაობას, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ფართო საზოგადოებრიობის ბრძოლას სოციალისტური მართლწესრიგის განმტკიცებისათვის. რედაქტორი — ვ. ალფენიძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]