ვილა-ფრანკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვილა-ფრანკალიმონის ჯიში, სუბტროპიკული მარადმწვანე ხეა. ტოტებზე აქა-იქ პატარა და მსხვილი ეკლები აქვს. ფოთოლი საშუალო ზომისაა, წვერწაწვეტებული. ადრემსხმოიარეა, ხშირად დარგვის მეორე წელს იძლევა უხვ მოსავალს. ნაყოფი მოგრძო-ოვალურია, კანი საშუალო სისქისა (0,5 სმ-მდე), მკვრივი; ხორცოვანი ნაწილი ღია ფერისაა, ნაზი, უხვწვნიანი, არომატული; აქვს 20-მდე თესლი დიდხანს ინახება.

საქართველოს სუბტროპიკული კლიმატის პირობებში კარგად ხარობს. მნიშვნელოვანი სამრეწველო ჯიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]