ჰათეფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აბდულაჰ ჰათეფი (დ. 1453, ხარჯირდი — გ. 1520, ჰერათი) — სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის წარმომადგენელი. ცნობილი პოეტისა და პროზაიკოსის აბდ ალ-რაჰმან ჯამის დისწული და მოწაფე იყო. მისი რჩევით შეადგინა 5 პოემის კრებული („ხამსე“): „ლეილი და მაჯნუნი“, „შირინი და ხოსროვი“, „შვიდი სასახლე“, „თემურნამე“ („წიგნი თემურლენგის შესახებ“) და „შარაფნამე“ („დიდების წიგნი“). ნიზამის მიბაძვით დაწერილ ამ კრებულში ჰათეფიმ გამოავლინა დამოუკიდებელი პოეტური ოსტატობა. მასვე ეკუთვნის ლირიკული ლექსების „დივანი". ჰათეფის შემოქმედება საინტერესოა აღორძინების ეპოქის ქართული მწერლობის ზოგიერთი საკითხის გასარკვევად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]