საბრძოლო დიდების მემორიალი (ზავეტნოე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბრძოლო დიდების მემორიალი
Мемориал Воинской Славы
მდებარეობა ზავეტნოე, ზავეტინის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
თარიღდება 1969
გარე სურათები
საბრძოლო დიდების მემორიალი

საბრძოლო დიდების მემორიალი (რუს. Мемориал Воинской Славы) — მემორიალური კომპლექსი, მდებარეობს სოფელ ზავეტნოეში, ზავეტინის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის დროს სოფელ ზავეტნოეს გათავისუფლებისათვის დაღუპულ ჯარისკაცებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ზავეტინის რაიონის ტერიტორია ოკუპირებული იყო გერმანელი ფაშისტების მიერ. 1942 წლის აგვისტოდან 29 დეკემბრის ჩათვლით ზავეტინის რაიონის სოფელ ზავეტნოეში, ანჰარის ხევთან მოქმედებდა პარტიზანული დანაყოფი „განრისხებული დონი“. იატაკქვეშეთში მოღვაწეობდა მრავალი ადგილობრივი მაცხოვრებელი. პარტიზანულ დანაყოფში იბრძოდა რაიონის მიწის განყოფილების აგრონომი ბორის თედორეს ძე კოროტკოვი. პარტიზანებმა დანიშვნიდან ერთი კვირის თავზე მოკლეს გერმანელების მიერ დანიშნული მამასახლისი. ნახევარი წლის შემდეგ კი გერმანელები გააძევეს სოფლისა და რაიონის ტერიტორიიდან.

სოფელ ზავეტნოეს გათავისუფლებისათვის ბრძოლაში, რომელიც დასრულდა 1942 წლის 28 დეკემბერს, დაიღუპნენ სტალინგრადის მექანიზირებული კორპუსის მე-3 გვარდიის 26-ე სატანკო ბრიგადის მამაცი მეთაური ნ. ა. დოროშენკო, 256-ე სატანკო ბრიგადის მეთაური კ. ლ. პანჩენკო და სხვა მერძოლები.

მათი დაკრძალვის ადგილზე რაიონულ ცენტრ ზავეტნოეში გაიხსნა მემორიალი. გმირების სახელები ეწოდა ქუჩებს სოფელ ზავეტნოეში.

თავის დროზე სოფლის მაცხოვრებლების ინიციატივით სკკპ რკპ-ს შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება მებრძოლი განმათავისუფლებლების მემორიალის მშენებლობის შესახებ. ქალაქ სტავროპოლის, არქიტექტორ გ. დ. ლომანოვის ხელოვნების სტუდიაში მოქანდაკე ფ. ი. პრეტიატკომ შექმნა ძეგლის თაბაშირის მაკეტი და გადასცა საზოგადოებას განხილვისათვის. სოფელ ზავეტნოეს მოსახლეობამ მაკეტი მოიწონა.

საბრძოლო დიდების მემორიალის მშენებლობა დაიწყეს სოფლის მოსახლეობის სახსრებით 1969 წელს და საზეიმოდ გაიხსნა 9 მაისი9 მაისს სოფლის ცენტრში, პიონერთა სასახლის ახლოს ფაშიზმზე გამარჯვების 34-ე წლისთავზე. მემორიალი შედგება ორი სტელისაგან, ერთ-ერთ სტელასთან ზურგით დგას ჯარისკაცი, რომელსაც ხელში ავტომატი უჭირავს. მეორე მხარეს სტელასთან დგას ძველი დროის რუსი ჯარისკაცი[1].

1973 წლის 9 მაისს მემორიალის საძმო სასაფლაოში დაასაფლავეს კიდევ 34 მებრძოლი. მემორიალის ფილაზე ჩამოწერილია სოფლის განთავისუფლებაში დაღუპული მებრძოლების გვარები. მათ შორისაა: პანჩენკო კონსტანტინე, სტარკოვი ვლადიმირ, კოროტკოვი ბორის, დოროშკევიჩი ნიკოლაი და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]