ბენზოილის ზეჟანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბენზოილის ზეჟანგი
ბენზოილის ზეჟანგი: ქიმიური ფორმულა
ბენზოილის ზეჟანგი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაბენზოილის ზეჟანგი
ქიმიური ფორმულაC14H10O4
მოლური მასა242.23 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.334 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა103 °C
კლასიფიკაცია
CAS 94-36-0
PubChem7187

ბენზოილის ზეჟანგიორგანული ნაერთი ქიმიური ფორმულით C14H10O4. უფერო კრისტალებია. დნობის ტემპერატურაა 103°C.

თვისებები და გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანულ გამხსნელებში კარგად იხსნება, წყალში კი — ცუდად. გახურებით და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ფეთქდება და იშლება. ბენზოილის დაშლისას წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები: (C6H5COO)2→C6H5COO•+C6H5•+CO2, ამიტომ მას სხვადასხვა უჯერი ნაერთის (აკრილონიტრილის, სტიროლის, ვინილქლორიდის და სხვა) რადიკალური პოლიმერიზაციის ინიციატორად იყენებენ. „ლუციდოლის“ სახელწოდებით ბენზოილის ზეჟანგს იყენებენ ქონის, მცენარეული ზეთებისა და სხვა საკვები ნივთიერებების გასაუფერულებლად, აგრეთვე დეზოდორაციისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]