ჩიხტი-კოპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიხტი-კოპი — ძველი ქართული სამოსის ნაწილი, თავსაბურავი. შედგება ორი ნაწილისაგან: ჩიხტისა და კოპისაგან.

ჩიხტი არის თავზე დასადები მუყაოს ან ხის ბრტყელი რკალი თხემისკენ დაქანებული, რომელზეც გადაკრულია შუბლსაკრავი, ანუ თავსაკრავი. ეს თავსაკრავი ფარჩის ან ხავერდის სხვადასხვა ფერის ქსოვილის ვიწრო ოთხკუთხა ზოლია, მოქარგული ანდა შემკული შუბლის ქინძისთავით, ზოგჯერ მძივებით.

კოპი არის ბოლოებწაწვეტებული, ბამბით გამოტენილი ფერადი ფარჩის ან აბრეშუმის ქსოვილის ნახევარრკალი. მას დებენ ჩიხტის შიგნით, რათა ზედ ქინძისთავებით ლეჩაქი დაამაგრონ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]