ბეჟანიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ბეჟანიანი“ — ქართული ხალხური სიტყვიერების ძეგლი. საფუძვლად დაედო „როსტომიანის“ ერთი ეპიზოდი ბეჟანისა და მანიჟეს (მანიჟავის) სამიჯნურო თავგადასავალი. ბერნარდე ნეაპოლელის გადმოცემით, „ბეჟანიანი“ ძალზე პოპულარული იყო ძველ საქართველოში. ცნობილია მისი ქართლური, კახური, იმერული, ფშაური, ხევსურული, სვანური ვარიანტები. XIX საუკუნის ბოლოს „ბეჟანიანი“ თორმეტჯერ გამოიცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]