კანაუჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანაუჯის სამკუთხედი — სამი იმპერიის შეჯახების გეოგრაფიული წერტილი

კანაუჯი — ქალაქი, უტარ-პრადეშის შტატის იმავე სახელწოდების მქონე ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე განგის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 139 მ. ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან „კანიაკუბია“ (ინგლ. Kanyakubja), რაც თარგმანში ნიშნავს — „ქალწულის კეხს“

კანაუჯის სამკუთხედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა საუკუნეებში ჰარშას დინასტიის მმართველობისას კანაუჯი წარმოადგენდა სახელმწიფოს დედაქალაქს. VIII—X საუკუნეებში იგი ხდება სამი დინასტიის შეჯახების საგანი — გუჯარა–პრატიხარების, პალას და რაშტრაკუტების. მრავალი ისტორიკოსი ამ მოვლენას უწოდებს ქალაქის დაუფლებისათვის „სამმხრივ ბრძოლას“. თავდაპირველად ერთმანეთს ებრძოდა სამივე დინასტია. საბოლოოდ, ქალაქი დარჩათ გუჯარა–პრატიხარებს.

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაგებობათა გრანდიოზულობას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ ნანგრევები გაშლილია ხუთ სხვადასხვა მიმდებარე სოფელში, რომელიც წარმოქმნის 6 კმ დიამეტრის ნახევარწრეს. ყველა ინდუსური ტიპის ნაგებობა განადგურდა, შემორჩა მხოლოდ "დიდი მეჩეთი", რომელიც აგებულია 1406 წელს იბრაჰიმ შაჰის მიერ.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 აღწერის მონაცემებით (რომლის თანახმად ინდოეთი უმსხვილესი სახელმწიფო გახდა სახელმწიფოს ისტორიაში), კანაუჯში ცხოვრობს 71530 ადამიანი. მათ შორის 53 % შეადგენს მამრობითი სქესი, 47 % — ქალები. წიგნიერების დონე ქალაქში შეადგენს 58 %, ქვეყნის მიხედვით საშუალო დონეზე დაბლა დგას (59,5 %). ამასთან, განათლების დონე მამაკაცებში შეადგენს 64 %, ქალებში — 52 %. კანაუჯის მოსახლეობის 15 % შეადგენს 6 წლამდე ასაკის ბავსვები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]