შინაარსზე გადასვლა

საქართველოს ნახშირის მომპოვებელი საწარმოო გაერთიანება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს ნახშირის მომპოვებელი საწარმოო გაერთიანება (საქნახშირი) — სსრ კავშირის ნახშირის მრეწველობის საწარმოო გაერთიანება ქ. ქუთაისში. ამუშავებდა ტყიბულ-შაორისა და ტყვარჩელის ნახშირისა და ახალციხის მურა ნახშირის საბადოებს- აერთიანებდა ტყიბულის ლენინის სახელობის, ორჯონიკიძის სახელობის, „დასავლეთისა“ და „აღმოსავლეთის“ (№ 2) შაყტებს, ტყვარცელის შახტების სამმართველოებს — ლენინის სახელობისა (№ 8 და სსრკ 50-ე წლისთავის სახელობის შახტები) და ლაკობას სახელობისა (№ 2, №3 და №5 შახტები), ახალციხის №1 შახტს, ტყიბულისა და ტყვარჩელის ცენტრალურ მამდიდრებელ ფაბრიკებსა და ორჯონიკიძის სახელობის შახტის მომსახურე მამდიდრებელ ფაბრიკას.

საქართველოში ნახშირის მოპოვება ტყიბულის საბადოს დამუშავებით დაიწყო 100 წელზე მეტი ხნის წინათ, ხოლო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით 1944 წლიდან ფართოდ გაიშალა შახტების მშენებლობა. 1945-1948 წლებშიტყვარჩელში საფუძველი ჩაეყარა №3, 4, 5 და 6 შახტების მშენებლობას (წლიური საწარმოო სიმძლავრე 870 ათ. ტ), 1946 წელს ტყვარჩელში, ხოლო 1953 წელს ტყიბულში ამოქმედდა ნახშირის ცენტრალური მამდიდრებელი ფაბრიკები, 1948 წლიდან ახალციხის საბადოშ დაიწყო მურა ნახშირის მოპოვება. 1928 წელს საქართველოში მოიპოვეს 85 ათ. ტ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]