წმინდა ფელიქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

წმინდა ფელიქსიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 22 აგვისტო, ახალი სტილით - 4 სექტემბერი. იგი არის თანამედროვე ევლალია ქალწულისა. როდესაც ქრისტესთვის წამებულ ევლალიას ცხედარს ხიდან ხსნიდნენ ფელიქსმა, მას სიხარულის ცრემლებით მიმართა: „ქალბატონო ევლალია, შენ ჩვენზე ადრე შეიქენი მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი!“ სამი დღის წინ გარდაცვლილმა ევლალიამ მისკენ გამოიხედა და გაიღიმა. ფელიქსი მალე თვითონაც წამებით აღესრულა ქრისტესთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ. გვ. 202