ჰუმანიტარული განათლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰუმანიტარული განათლება — საზოგადოებრივ მეცნიერებათა (ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია, სამართალი, ეკონომიკა, ხელოვნებათმცოდნეობა და სხვა) დარგებში ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღების სისტემა, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების უმთავრესი საშუალება; დიდ როლს თამაშობს პიროვნების ყოველმხრივ განვითარებაში, ადამიანის გონებრივ, ზნეობრივ და იდეურ აღზრდაში.

განარჩევენ ზოგად და პროფესიულ ჰუმანიტარულ განათლებას. ზოგადი ჰუმანიტარული განათლება მიიღება საშუალო ზოგადასაგანმანათლებლო სკოლებში, ხოლო პროფესიული კი უმაღლეს სასწავლებლებსა და სპეციალურ სასწავლებლებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]