ჯიში (მეცხოველეობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯიში.

ჯიში — მეცხოველეობაში, ერთი სახეობის და საერთო წარმოშობის, შინაურ ცხოველთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომელიც შექმნილია და სისტემაშია მოყვანილი ადამიანის ხანგრძლივი შრომით. ხასიათდება პროდუქციის მოცემისა და სხეულის აგებულების სპეციფიკურობით, რასაც მემკვიდრეობით გადასცემს შთამომავლობას. ჯიში შედგება უფრო მცირე ჯგუფებისაგან (ჯილაგი, ხაზი, ოჯახი), რაც ჯიშის სტრუქტურას ქმნის. განასხვავებენ პრიმიტიულ, კულტურულ და გარდამავალ ჯიშებს. ჯიში შექმნილია ადამიანის შრომით, ამიტომ ჯიშთწარმოქმნისა და სრულყოფის წამყვანი ფაქტორია სოციალურ-ეკონომიკური პირობები, თუმცა ბუნებრივ-ეკოლოგიური და სამეურნეო გარემოც დიდ როლს ასრულებს. ჯიშთა დაცვისა და სრულყოფის მეთოდია ხალასი მოშენება. ამჟამად მსოფლიოში ჯიშთა რიცხვი უმთავრესად ცხოველთა სახეობებში 2700 აღემატება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]