ჯიქა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯიქა
ჯიქა
ჯიქა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
ოჯახი:  ცხრატყავასებრნი
გვარი:  ცხრატყავა
სახეობა:  ჯიქა
ლათინური სახელი
Lonicera caprifolium

ჯიქა (ლათ. Lonicera caprifolium) — ხვიარა ბუჩქი ცხრატყავასებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 4 — 5 აღწევს. კენწრულ თავაკებად შეკრებილი მოყვითალო-მოთეთრო ან მოწითალო სურნელოვანი ყვავილები აქვს.

იზრდება მდინარეთა ნაპირებსა და ბუჩქნარებში, ასევე ტყეებს და ტყის პირებზე მთის ქვედა და შუა სარტყელში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება.

გავრცელებულია აგრეთვე კავკასიაში, ყირიმში, სამხრეთ ევროპასა და წინა აზიაში. კარგი თაფლოვანი მცენარეა. ფოთლებისა და ყვავილებს მედიცინაში იყენებენ. ჯიქა დეკორატიულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჯიქა&oldid=3686000“-დან