წინაპართა ძახილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წინაპართა ძახილი
სრული სათაური „წინაპართა ძახილი“
ინგლ. The Call of the Wild
ჟანრი სათავგადასავლო
ავტორი ჯეკ ლონდონი
მშობლიური ენა ინგლისური
დაწერის ადგილი აშშ
გამოცემულია 1903
შემდეგი კალიფორნია

„წინაპართა ძახილი“ (ინგლ. The Call of the Wild) — ამერიკელი მწერლის, ჯეკ ლონდონის 1903 წელს გამოქვეყნებული რომანი. მოქმედება ვითარდება იუკონში (კანადა) 1890-იანი წლების კლონდაიკის ოქროს ციებ-ცხელების დროს - პერიოდში, როდესაც ძლიერ მარხილის ძაღლებზე დიდი მოთხოვნა იყო. ნაწარმოების მთავარი გმირია ძაღლი - სახელად ბეკი, რომელიც სანტა კლარას რანჩოზე ცხოვრობს კალიფორნიაში. მას შემდეგ, რაც მას მოიპარავენ და გაყიდიან მარხილის ძაღლად ალასკაზე, ის უბრუნდება ველურ გარემოს. ბეკი იძულებულია, იბრძოლოს მარხილის სხვა ძაღლებთან, რათა მოიპოვოს უპირატესობა მკაცრ კლიმატში. საბოლოოდ, ის კარგავს მოთვინიერებული ცხოველის ცივილიზებულ სახეს, იბრუნებს მისი მოდგმის პირველყოფილ ინსტინქტებს და სწავლობს, როგორ უნდა გახდეს ველურ სამყაროში ლიდერი.

ლონდონმა წელიწადზე მეტი დაჰყო იუკონის ტერიტორიაზე და შეაგროვა მასალები ამ წიგნისთვის. რომანი თავდაპირველად 1903 წლის ზაფხულში გამოვიდა სერიებად ჟურნალ „The Saturday Evening Post“-ში, ერთი თვის შემდეგ ის წიგნად გადაკეთდა. წინაპართა ძახილის დიდმა პოპულარობამ და წარმატებამ სახელი გაუთქვა ლონდონს. ნაწარმოების ასეთი მიმზიდველობა განაპირობა გადარჩენისთვის ბრძოლის ამბის სიმარტივემ. რომანის პირველი ეკრანიზაცია ჯერ კიდევ 1908 წელს გადაიღეს. მას შემდეგ მის მიხედვით რამდენიმე ფილმია შექმნილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]