ცისფერასებრნი
იერსახე
ცისფერასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Polyommatus icarus | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Lycaenidae | ||||||||||||
|
ცისფერასებრნი (ლათ. Lycaenidae) — დღის პეპლების ოჯახი. ფრთების შლილი 2-4 სმ აღწევს. უმეტესად მამლის ფრთები ცისფერია, დედლისა — მურა. უკანა ფრთები ზოგჯერ კუდით ბოლოვდება. ცისფერასებრნი ფართოდაა გავრცელებული. ცნობილია დაახლოებით 5200-მდე სახეობა, რომელთაგან აღსანიშნავია ამიერკავკასიის ენდემები: ლედერერის ცრუკუდა (ლათ. Pseudothecla ledereri), ოხიმის ოქროფერა (ლათ. Thersamonia ochimus) კავკასიური ელემენტი რომანოვის მრავალთვალა (ლათ. Thestor romanovi) და მრავალი სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიდმანიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 228.