ცის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცის სამეფოს ტერიტორია ძვ. წ. 260 წელს

ცი — ძველი ჩინური სამეფო ჩუნციუსა (ძვ. წ. 722-481 წწ.) და ჯანგოს (ძვ. წ. 403-221 წწ.) პერიოდისა. შედიოდა „5 ჰეგემონისა“ და „7 უძლიერესი“ სამეფოს რიცხვში, რომლებიც ჯოუს მონარქიისაგან თავისუფალნი იყვნენ. ეკავა ახლანდელი შანდუნის პროვინციის დიდი ნაწილი და ნაწილობრივ ხებეის პროვინციის ტერიტორია. დედაქალაქი ინციუ (ახლანდელი ლინძი შანდუნში). იმ დროს მსხვილი ვაჭრობა-ხელოსნობის და კულტურის ცენტრი იყო. ძვ. წ. 221 წელს დაიპყრო ცინის სამეფომ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]