ღირსი პატაპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღირსი პატაპიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 8 დეკემბერი ახალი სტილით - 21 დეკემბერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდანი დაიბადა ქალაქ თებეში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სრულწლოვანებას რომ მიაღწია, წმინდანმა ეგვიპტის უდაბნოს მიაშურა. მრავალი წლის შემდეგ წმინდა პატაპიმ ასკეტური ღვაწლით შორს გაითქვა სახელი და ურიცხვმა ხალხმა იწყო მასთან სიარული რჩევა-დარიგების სათხოვნელად. მაშინ ღირსი მამა, რომელიც მდუმარებას ეძიებდა, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და ვლაქერნის ტაძრის მახლობლად ქალაქის გალავანთან სენაკი მოიწყო. მალე პატაპის სახელი აქაც გახმიანდა. უფალმა თავის რჩეულს კურნებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა. ღირსი პატაპი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.