ფაცია
ფაცია — ტაქსონომიური კატეგორია ფიტოცენოლოგიაში. რუსი გეობოტანიკოსის ვასილი ალიოხინის მიხედვით, ფაცია ასოციაციის გეოგრაფიული ვარიანტია, რაშიც ასოციაციის იდენტური დომინანტებია, მაგრამ ფლორისტიკული შემადგენლობით განსხვავდება მისგან. შვეიცარიელი გეობოტანიკოსის ბრაუნ-ბლანკეს სკოლის წარმომადგენლებს ფაცია მიაჩნიათ უმცირეს ტაქსონომიურ ერთეულად, რომელიც გამოიყოფა ასოციაციის ფარგლებში განსაზღვრული სახეობის ან სახეობათა ჯგუფის გაბატონების საფუძველზე. ფაციის ასეთი გაგება არსებითად შეესატყვისება ფ. ალიოხინის ასოციაციის და ეინარი დიუ-რიეს სოციაციის შინაარსს. სხვა შემთხვევაში განხილულია ფორმაციაზე უფრო მსხვილ ტაქსონომიურ კატეგორიად (ბ. ბიკოვი) , ანდა ფორმაციისა და ტყის ტიპთა ჯგუფს შორის მოქცეულ ერთეულად (ბორის კოლესნიკოვი). ზოგჯერ გამოყენებულია ბიოგეოცენოზის (ლ. ბერგი, ლ. რამენსკი) ან ერთგვაროვანი ბიოგეოცენოზების ჯგუფის ტოლფასი მნიშვნელობით (ვიქტორ სოჩავა).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 243.