ულპია დედოფალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქროს ბეჭედი ულპიას წარწერით.

ულპია დედოფალი — II-III საუკუნეების იბერიის დედოფალი. მისი სახელი ცნობილია მცხეთაში, სვეტიცხოველის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადთან 2001 წელს აღმოჩენილ აკლდამაში ნაპოვნი ოქროს ბეჭდის ბერძნული წარწერით.

აკლდამაში განისვენებდა დაახლოებით 50 წლის დიდებული ქალი, რომლის მარცხენა ხელზეც აღმოჩნდა ბეჭედი ქალის მკერდზედა პროფილური გამოსახულებით და ბერძნული მთავრული წარწერით: „დედოფალი ულპია მბრძანებელი“ (BACIΛICCA/OYΛΠΗANAΞΗA). დედოფლის სახელი შესაძლოა მიუთითებდეს რომის მოქალაქეობას, პორტრეტზე გამოსახული ირანული ყაიდის თავსაბურავი კი აღმოსავლურ კულტურულ გავლენას. დედოფალ ულპიას ვინაობა და მისი ადგილი იბერიის სამეფო დინასტიაში ჯერჯერობით უცნობია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ა. აფაქიძე, გ. ყიფიანი, ვ. ნიკოლაიშვილი, გ. მანჯგალაძე, მ. კაპანაძე. სვეტიცხოვლის ეზოში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები. VI სამეცნიერო სესია. 2001 და 2002 წწ. საველეარქეოლოგიური კვლევების შედეგები, თბ., 2003, გვ. 83. ტაბ. VIII; იმავე კრებულში, თ. ყაუხჩიშვილი, ბერძნულწარწერიანი ნივთები მცხეთიდან. გვ. 124.
  • ულპიას საბეჭდავი ბეჭდის შესწავლის საკითხისათვის = For the Issue of Ulpia Seal Stude // საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები = Institute of Georgian History proccedings: ჟურნალი: 2017 წელი: ტომი XII / მარიკა მშვილდაძე; რედაქტორები: თედო დუნდუა; ალექსანდრე ბოშიშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.