უკანასკნელი ჩინური გაფრთხილება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აშშ-ის ხომალდები ტაივანის სრუტეში.

„უკანასკნელი ჩინური გაფრთხილება“ (რუს. Последнее китайское предупреждение) — რუსული ირონიული იდიომატური გამოთქმა, რომლითაც აღინიშნება უსაფუძვლო, შეუსრულებელი მუქარა, რომელსაც არ/ვერ მოყვება ქმედება.[1].

გამოთქმა წარმოიშვა 1950—1960-იან წლებში აშშ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე, რაც გამოიწვია ჩინეთის რესპუბლიკის (ტაივანი) საკითხმა. პირველი გაფრთხილება ჩინეთმა 1958 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნა,[1] ტაივანის სრუტის მეორე კრიზისის დროს. ტაივანის სრუტის მეორე კრიზისის დროს აშშ არ აღიარებდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და ჩინეთის ლეგიტიმურ მთავრობად მიიჩნევდა ჩან კაიშის რეჟიმს, რომელიც მხოლოდ ტაივანის კუნძულს აკონტროლებდა. ამერიკელები ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში სადაზვერო ფრენებს აწარმოებდნენ, რაც კომუნისტური პარტიის უკმაყოფილებას იწვევდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღრიცხავდა საკუთარი საზღვაო და საჰაერო სივრცის ყველა დარღვევას და აგზავნიდა ე.წ. გაფრთხილებას, თუმცა ამ „გაფრთხილებას“ არასდროს მოჰყოლია რამე ქმედება. ამ ურთიერთობის მაგალითად მოიხსენიება 1962 წლის ინციდენტი, როდესაც ამერიკული ხომალდი ყვითელ ზღვაში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, ჩინეთმა სამი გაფრთხილება გამოაქვეყნა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია.[2]. თითოეულ გაფრთხილებას საკუთარი ნომერი გააჩნდა. გაფრთხილებების ზუსტი რაოდენობის დათვლა თითქმის შეუძლებელია, თუმცა 1964 წლის ბოლოსთვის ჩინეთმა 900-ზე მეტი გაფრთხილება გასცა.[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Вадим Серов. Энциклопедический словарь крылатых слов и выражений. — М.: Локид-Пресс, 2003.
  2. THE GULF OF TONKIN INCIDENT. The DESOTO Patrols and OPLAN 34A დაარქივებული 2022-02-10 საიტზე Wayback Machine. , p.43.
  3. Александр Котлобовский. Малая воздушная война в Китае. www.airwar.ru. ციტირების თარიღი: 2019-11-22.