უკანასკნელი ჩვენგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უკანასკნელი ჩვენგანი (ინგლ. The Last of Us) — ამერიკელი რეჟისორების კრეიგ მეზინისა და ნილ დრაკმანის მიერ შექმნილი პოსტაპოკალიფსური სერიალი. იგი შეიქმნა სატელევიზიო არხების ქსელ HBO-სთვის და ეფუძნება 2013 წელს Naughty Dog-ის მიერ შემუშავებულ ვიდეოთამაშს. სერიალის ძირითადი სიუჟეტი ეხება 2023 წლის მოვლენებს — სოკოვანი ინფექციით გამოწვეულ მსოფლიო პანდემიას, რომელიც დაინფიცირებულ ადამიანებს ზომბების მგავს არსებებად გარდაქმის. აღნიშნულ მოვლენებს კი საზოგადოება კოლაფსამდე მიჰყავს. სერიალი მოგვითხრობს ერთ-ერთ კონტრაბანდისტზე (ჯოელზე), რომელსაც განსაკუთრებული მისია აქვს დაკისრებული — ახალი სოკოვანი ინფექციის მიმართ იმუნიტეტის მქონე 14 წლის გოგონას (ელის) დახმარება, მისი გაცილება პოსტპანდემიურს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ჯოელის მისიას ართულებს ირგვლივ არსებული ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, რომელთა ნაკბენი დაავადების გავრცელების მთავარი საშუალებაა, ასევე, საზოგადეობის არაინფიცირებულ ნაწილში გავრცელებული ანარქია და პრობლემები, გადარჩენის სურვილისა თუ საკვების მოპოვების მოტივით ადამიანები ხშირად უპირისპიდებიან ერთმანეთს.

იმ შემთხვევაში თუ ელი შესაბამის ადამიანებთან უვნებლად მიაღწევს, ისინი შეძლებენ გამოიკვლიონ გოგონას მდგომარეობა და შეეცადონ შექმნან ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა.

სერიალის გადაღებები მიმდინარეოდბა 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის ივნისამდე. აღსანიშნავია, რომ „უკანასკნელი ჩვენგანი“ არის HBO-ს პირველი სერიალი, რომელიც დაფუძნებულია ვიდეოთამაშზე. სერიალის პრემიერა 2023 წლის 15 იანვარს შედგა და იგი ამ დღეს, მსოფლიოს მასშტაბით, 4,7 მილიონმა ადამიანმა იხილა. სტატისტიკის მიხედვით, უკანასკნელი ჩვენგანი 2010 წლის შემდეგ, HBO-ს სიდიდით მეორე სერიალია, რომელიც პირველ დღეს მაყურებელთა ასეთმა რაოდენობამ ნახა. სერიალი დადებითად შეაფასეს კრიტიკოსებმა, ზოგიერთმა მათგანმა სერიალს თამაშის საუკეთესო ადაპტაცია უწოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]