შინაარსზე გადასვლა

ტანენ-ტაუნჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტანენ-ტაუნჯი
ტანენ-ტაუნჯი
ტანენ-ტაუნჯი
კოორდინატები: 18°35′16″ ჩ. გ. 98°29′13″ ა. გ. / 18.58778° ჩ. გ. 98.48694° ა. გ. / 18.58778; 98.48694
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
მიანმარის დროშა მიანმარი
უმაღლესი წერტილი დოი-ინთანონი
სიმაღლე 2565 
სიგრძე 170 კმ
სიგანე 80 კმ
ტანენ-ტაუნჯი — ტაილანდი
ტანენ-ტაუნჯი

ტანენ-ტაუნჯი, თანონ-თონგ-ჩაი — ქედი ჩრდილოეთ ტაილანდში. მცირე მონაკვეთი ვრცელდება მიანმარის ტერიტორიაზე. წარმოადგენს შანის მთიანეთის სამხრეთ გაგრძელებას. სიგრძე 170 კმ, სიგანე 80 კმ. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 2565 მ (მთა დოი-ინთანონი). უმეტესწილად აგებულია გრანიტებით, კირქვებითა და ქვიშაქვებით. ქედი ღრმა გასწვრივი ხეობებით გაყოფილია პარალელურად გაჭიმული მთის მასივებით, განსაკუთრებით დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. გაბატონებულია ფოთოლმცვივანი ტროპიკული ხეები ტექის ხის მინარევით, 1200 მ ზემოთ მარადმწვანე ტყეებია. ქედის ფარგლებშია მრავალი ეროვნული პარკი, რომელთაგან აღსანიშნავია: დოი-ინთანონის ეროვნული პარკი, დოი-სუთეფი-პუის ეროვნული პარკი და სხვა. დასავლეთ შტოქედებზეა თუთიისა და ვოლფრამის მადანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]