ხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხილი (მრავალმნიშვნელოვანი).
ხილი ბოკერიას ბაზარზე ბარსელონაში
ხილი სან-პაულუს ბაზარზე, ბრაზილია

ხილი (ლათ. fructus — ნაყოფი) — წვნიანი, საჭმელად ვარგისი მცენარის ნაყოფი[1]. ხილი ადამიანისთვის და ბევრი ცხოველისთვის წარმოადგენს საკვების ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს[2].

ხილი არა ბოტანიკური, არამედ საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ტერმინია. მეურნეობაში საკვები მცენარეები და მცენარეების საკვები ნაწილები იყოფიან ხილად, ბოსტნეულად, კაკლებად, მარცვლეულ კულტურებად და ა.შ. საყოფაცხოვრებო გაგებით კენკრა ასევე წვნიანი ნაყოფია. ხილი განსხვავდება კენკრისაგან ძირითადად ზომით, ჭამის პროცესში მას არ იღებენ ორი თითით და მთლიანად არ იდებენ პირში[3].

ზოგიერთ ენაში ცნება «ხილი» არ გამოიყოფა ცნებისგან «ნაყოფი», რომელიც აღნიშნავს თესლდაფარული მცენარეების ორგანოს, შედგენილს თესლისაგან და ჩამოყალიბებულს ყვავილის ნასკვისგან, დამოუკიდებლად კვებისა წვნიანობისა[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ხილი // დიდი რუსული ენციკლოპედია. ტომი 33, М., 2017.
  2. ხილი // Краткая энциклопедия домашнего хозяйства, М.: საბჭოთა ენციკლოპედია, 1984. გვ. 199
  3. 3.0 3.1 Е. Шмелева, Алексей Шмелев, Русская «наивная» ботаника и научная ботаника // Учительская газета, 2010, № 43.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ხილი&oldid=4407586“-დან