სუპერგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუპერგა
სუპერგა
სუპერგა
კოორდინატები: 45°05′ ჩ. გ. 7°46′ ა. გ. / 45.083° ჩ. გ. 7.767° ა. გ. / 45.083; 7.767
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სიმაღლე 672 
სუპერგა — იტალია
სუპერგა

სუპერგა (იტალ. Superga) — მთა ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში, მდინარე პოს სამხრეთ ნაპირზე, ტურინიდან აღმოსავლეთით. გორაკის სიმაღლე ზღვის დონიდან 672 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ყველაზე ცნობილია იმ მთებს შორის, რომლებიც ერთგვარ ამფითეატრს ქმნიან ტურინის გარშემო.

სუპერგა მეტად ცნობილია სუპერგის ბაზილიკის გამო, რომელიც მთის წვერზე მდებარეობს და ტურინის ერთ-ერთი სიმბოლოა, ბაზილიკასთან მდებარეობს პანთეონი, სადაც სავოიის საჰერცოგოს მმართველები და მათი ოჯახის წევრები არიან დაკრძალული, ბაზილიკას ტურინის გარეუბან სასისთან აერთებს ტრამვაის ხაზი, რომელიც ასევე ტურინის კოლორიტად ითვლება.

1949 წელს სუპერგის გორაკზე მოხდა ცნობილი ავიაკატასტროფა, როდესაც ლისაბონიდან გამოფრენილი ტორინოს საფეხბურთო კლუბის თვითმფრინავი დაშვებისას ბაზილიკის კედელს დაეჯახა და ჩამოვარდა. შემთხვევისას დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი, იტალიის მაშინდელი საფეხბურთო ფლაგმანის, მოქმედი და ხუთგზის ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელები და საწვრთნელი შტაბის წევრები, მათ შორის ნამდვილი საფეხბურთო სუპერვარსკვლავი ვალენტინო მაცოლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]