მერსია — ანგლოსაქსთა მიერ ბრიტანეთის დაპყრობის დროს ჩამოყალიბებული ერთ-ერთი სამეფო. დააარსეს ანგლებმაVI საუკუნის დამლევს. თავისი აყვავების ხანაში მერსია მოიცავდა ტერიტორიას ჰამბერის ყურესა და მდინარე ტემზას შორის (შუა ინგლისი). განსაკუთრებით გაძლიერდა VIII საუკუნეში, როდესაც სხვა ანგლოსაქსური სამეფოები დაიმორჩილა. IX საუკუნის 20-იან წლებში უესექსმა დაიპყრო.