კეიტლინ ოლსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეიტლინ ოლსონი
დაბადების თარიღი 18 აგვისტო, 1975 (1975-08-18) (48 წლის)
პორტლენდი, ორეგონი, აშშ
ალმა-მატერი ორეგონის უნივერსიტეტი
პროფესია მსახიობი, კომიკოსი, პროდიუსერი
აქტიური 2000-დღემდე
მეუღლე(ები) რობ მაკელჰენი
(ქ. 2008)
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: დონალდ ოლსონი
დედა: მელინდა ლეორა

კეიტლინ უილოუ ოლსონი (ინგლ. Kaitlin Willow Olson[1]; დ. 18 აგვისტო, 1975, პორტლენდი, ორეგონი, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი და პროდიუსერი. ცნობილი გახდა ტელესერიალში „მიკი“ შესრულებული მაკენზი „მიკი“ მოლნგის როლით[2]. მისთვის ასევე წარმატებული აღმოჩნდა სერიალში „გაცურებული“ შესრულებული კრიკეტ მელფის როლი, რომლისთვისაც იგი ემის ჯილდოზე იყო ნომინირებული[3].

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეიტლინ ოლსონი დაიბადა 1975 წლის 18 აგვისტოს პორტლენდში, ორეგონში[4], ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი მშობლები არიან გამომცემელი დონალდ ოლსონი და მისი ცოლი, ექთანი მელინდა ლეორა[5]. მისი დაბადებიდან მალევე მათი ოჯახი სპოკეინში, ვაშინგტონში გადასახლდა, სიეტლიდან 21 კმ-ით დასავლეთით მდებარე ვაშონის კუნძულზე, სადაც იგი რვა წლამდე ცხოვრობდა[6]. ამის შემდეგ მათი ოჯახი პორტლენდთან ახლოს, ტუალატინში გადასახლდა, რის გამოც კეიტლინი ფერმაში იზრდებოდა[7]. როდესაც კეიტლინი თორმეტი წლის იყო, ველოსიპედზე ჯდომისას იგი მანქანას დაეჯახა და სერიოზულ ავარიაში მოყვა, რა დროსაც მან თავის ქალა დაიზიანა, რომლის რეკონსტრუქციისთვისაც მას ოპერაციის გაკეთება დასჭირდა[8]. 1993 წელს მან ტიგარდის საშუალო სკოლა დაამთავრა[9].

მან სწავლა ორეგონის უნივერსიტეტში განაგრძო, რომელიც 1997 წელს დაამთავრა თეატრალური ხელოვნების ბაკალავრის დიპლომით[5]. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იგი ლოს-ანჯელესში გადავიდა და სამსახიობო კარიერა დაიწყო.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

USO-ს ხელშეწყობით კეიტლინმა იმოგზაურა ბოსნიაში, კოსოვოსა და ნორვეგიაში. მისი სამსახიობო კარიერა 2000 წელს იწყება ფილმში „სამოთხის თვალები“ შესრულებული ეპიზოდური როლით. ამავე წელს მან კიდევ ორ ფილმსა და ერთ სერიალში ითამაშა.

სულ მალე იგი მიწვეული მსახიობის სახით გვხვდება ისეთ სერიალებში, როგორებიცაა: „დააოკე შენი ენთუზიაზმი“, „დრიუ კერის შოუ“, „ჯეიმი კენედის ექსპერიმენტი“, „პრაქტიკის გარეშე“, „მახინჯი კოიოტი“[10] და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ანიმაცირ ტელესერიალში „გრიფინები“ ახმოვანებს ბრენდა კეგმაირს. ასევე ის ახმოვანებს ანიმაციურ კუინს სერიალში „სიმფსონები“.

2005 წელს იგი სერიალში „ფილადელფიაში ყოველთვის მზეა“ დაამტკიცეს ერთ-ერთ მთავარ, დენდრა რეინოლდსის, იგივე „ტკბილი დის“ როლზე[11]. ამ სერიალში იგი დღემდე თამაშობს, სწორედ აქ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე და ეს სერიალი მისთვის განსაკუთრებით დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდა.

ამის პარალელურად იგი მონაწილეობდა ისეთ სერიალებში, როგორებიცაა: „ახალი გოგონა“ (2014-2015), „ბობის ბურგერები“ (2015-2019), „გამაღიზიანებელი ჯენი“ (2018) და ა.შ. 2017-2018 წლებში კომედიურ მინისერიალში „მიკი“ ასრულებდა მთავარ როლს.

2020 წელს მან სერიალში „გაცურებული“ შეასრულა კრიკეტ მელფის როლი, რამაც მას ასევე დიდი აღიარება მოუტანა. ამავე წელს იგი თამაშობდა სერიალში „ვის უნდა იყოს მილიონერი?“.

კეიტლინი ქმართან ერთად 2010 წელს

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეიტლინ ოლსონი 2008 წლის 27 სექტემბერს კალიფორნიაში დაქორწინდა სერიალის „ფილადელფიაში ყოველთვის მზეა“ თანავარსკვლავ რობ მაკელჰენზე[12]. ცნობილია, რომ მათ შეხვედრა საიდუმლოდ დაიწყეს სერიალის მეორე სეზონის გადაღებებისას[13].

2010 წლის 1 სექტემბერს მათ მათი პირველი ვაჟი შეეძინათ, სახელად ალექს ლი. კეიტლინმა ის კალიფორნიის სახლში ბუნებრივად გააჩინა, როგორც ეს დაგეგმილი იყო. მათი მეორე ვაჟი 2012 წლის 5 აპრილს გაჩნდა, რომელსაც ლეო გრეი დაარქვეს[14][15].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Kaitlin Willow McElhenney"
  2. Swift, Andy (May 10, 2018). "The Mick Cancelled at Fox"/ დაარქივებული 2020-09-11 საიტზე Wayback Machine. . TVLine. Retrieved May 10, 2018.
  3. "2020 Primetime Emmy® Awards – Nomination Press Release" (PDF). Academy of Television Arts & Sciences. Retrieved July 29, 2020.
  4. Valentino, Silas (November 15, 2013). "Q&A with Kaitlin Olson and Rob McElhenny from 'It's Always Sunny in Philadelphia'". The Daily Emerald. Archived from the original on November 5, 2014. Retrieved November 3, 2014.
  5. 5.0 5.1 Fullmer, Chelsea (December 12, 2013).""It's Always Sunny" Star Returns to Her Alma Mater" დაარქივებული 2020-10-01 საიტზე Wayback Machine. . CAS. University of Oregon. Retrieved April 4, 2018.
  6. "One on One with Kaitlin Olson". Hobotrashcan.com (Interview). Interviewed by Joel Murphy. September 18, 2008. Retrieved November 5, 2010.
  7. "Q&A: Kaitlin Olson, Tualatin native, stars in 'It's Always Sunny in Philadelphia'". The Oregonian. Portland, Oregon. September 15, 2010. Retrieved November 5, 2014.
  8. "Kaitlin Olson's Plastic Surgery - The Truth!". Retrieved 2020-05-11.
  9. Baker, Jeff (April 28, 2014). "18 actors you (maybe) didn't know were from Portland". The Oregonian. Portland, Oregon. Retrieved April 12, 2017.
  10. "Seen on the screen". News & Observer. 20 September 2007. Archived from the original on December 21, 2008. Retrieved October 17, 2007.
  11. Cunningham, Amrie (September 13, 2007). "Interview: Kaitlin Olson". thetvaddict.com. Retrieved January 17, 2008.
  12. "OK! Exclusive: Kaitlin Olson & Rob McElhenney Wed" დაარქივებული 2021-01-17 საიტზე Wayback Machine. . OK!. October 1, 2008. Retrieved October 12, 2008.
  13. "Still 'Sunny' after all these years: Kaitlin Olson talks 'It's Always Sunny in Philadelphia'". Metro. September 16, 2013. Retrieved September 16, 2013.
  14. Johnson, Zach (April 10, 2012). "Meet Kaitlin Olson and Rob McElhenney's Son Leo Grey!". US Magazine. Retrieved August 1, 2012.
  15. Wihlborg, Ulrica (September 2, 2010). "Kaitlin Olson, Rob McElhenney Welcome Son Axel Lee". People. Archived from the original on September 29, 2012. Retrieved September 2, 2010.