ვიტრუვიუსის ადამიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ვიტრუვიუსის ადამიანი“

ვიტრუვიუსის ადამიანილეონარდო და ვინჩის მიერ 1490 წელს შესრულებული წარწერებიანი ნახატი. მასზე გამოსახულია შიშველი მამაკაცის ფიგურა ორ ერთმანეთზე დადებულ პოზიციაში — წრეში ჩასმული გაშლილი ხელებითა და ფეხებით და კვადრატში ჩასმული შერწყმული ფეხებითა და გაშლილი ხელებით. თვითონ სურათს და მის აღწერილობას ხშირად კანონიკურ პროპორციებსაც უწოდებენ. იგი ინახება ვენეციის აკადემიის გალერეის კოლექციაში ვენეციაში. თავისი სახელი ნახატმა მიიღო მარკუს ვიტრუვიუსის საპატივსაცემლოდ, მისი ათტომიანი ნაშრომისთვის, რომელშიც მან ადიდა „საღვთო პროპორცია“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]